Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ

მარშალ პრესი 19/11/2025
shalva papuashvili

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს.

“გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.

მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ “საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება აჩენს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბრიუსელი არაა მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები”.

Post navigation

Previous: Freedom House-ის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულშია
Next: „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.