Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს

მარშალ პრესი 18/11/2025
584561713_1280684147434375_4567431021127674043_n

დიდუბის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, განახლდება საკლასო ოთახები და დერეფნები, მოწესრიგდება იატაკი, გათბობის სისტემა. ასევე, რეაბილიტირდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა. სკოლებში, ასევე ეწყობა უსაფრთხოების ღობეები, წყალსაწრეტი მილები, ბოლო ეტაპზე კი სკოლების ეზოებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ამ დროისთვის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დიდუბისა და დიღმის მასივის შვიდი სკოლაა ჩართული.

სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდგომ, სასწავლო გარემო უფრო კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გახდება.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 551 265 ლარია გამოყოფილი.

Post navigation

Previous: უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრაცია საუკეთესო პოლიტიკური იარაღია იმ ქვეყნების ხელში, რომელთაც საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა სურთ
Next: 5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.