Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრაცია საუკეთესო პოლიტიკური იარაღია იმ ქვეყნების ხელში, რომელთაც საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა სურთ

მარშალ პრესი 18/11/2025
tamar chiburdanidze

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ანუ ცვლილების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე მათ ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოეთში მყოფი ქართული ემიგრაცია პოლიტიკური იარაღია იმ ქვეყნების ხელში, რომელთაც ინტერესი აქვთ საქართველოში შექმნან პოლიტიკური ამინდი.

„სამწუხაროდ, დიასპორის მიერ არჩევანის გაკეთება ხდება ინფორმირების საფუძველზე, ანუ ვინ როგორ შეძლებს უცხოეთში ამ ხალხის მოტყუებას. დეზინფორმაციის მიწოდება ხდება, როგორც საქართველოდან, ასევე ადგილობრივი რესურსებით. ქვეყნებს, სადაც ჩვენი ემიგრანტები ცხოვრობენ აქვთ ინტერესი პოლიტიკური გავლენები ჰქონდეთ საქართველოში და ეს ქვეყანა იყოს მათი მორჩილი სახელმწიფო. ამისთვის კი იყენებენ ჩვენს დიასპორებს. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ბედი არჩევნების გზით წყდება, რა თქმა უნდა, დიასპორა მათთვის იარაღია.

უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრაცია პოლიტიკური იარაღია, იმ ქვეყნების ხელში, რომელთაც საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა სურთ.
2003 წელს, ვარდების რევოლუციის პერიოდში, ლეიბორისტული პარტიის მიერ გამოტანილი ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ხმა მიიღო „ნაცმოძრაობამ“, ანუ ამ ხმებმა გარკვეულწილად იმოქმედა არჩევნების შედეგებზე.

სამწუხაროდ, დიასპორულ ორგანიზაციებში სწორი ინფორმირების პრობლემაა. ადამიანი ექცევა იმ ქვეყნის გავლენის ქვეშ, სადაც ცხოვრობს ლეგალურად თუ არალეგალურად. მითუმეტეს, თუ ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორები აქციონ მათი პოლიტიკის ბრმა იარაღად. სამწუხაროდ ეს ხდება თითქმის ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი დიასპორაა წარმოდგენილი,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.