Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან

მარშალ პრესი 18/11/2025
maka bochorishvili

საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის მიწვეული საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე?

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან.

„რუკიდან ქვეყანას ვერავინ წაშლის, ამ რუკაზე საქართველო, ძალიან ბევრი საუკუნეა, არის და გააგრძელებს ყოფნას. მცდელობაა, მსგავსი შეხვედრები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იქნეს გამოყენებული, ამას აგრძელებს ევროკავშირი. კიდევ ერთხელ ადასტურებს კომიკურ სიტუაციას, რაც არის შექმნილი ვითომცდა საქართველოს მიერ შეწყვეტილ ევროინტეგრაციის პროცესზე, მაშინ როდესაც გაფართოების შეხვედრაზე თავად ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს. უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამ შეჩერებული პროცესის უკან. საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ეს არის ბრიუსელის გადასაწყვეტი და ბრიუსელის მხარესაა გადაწყვეტილება, როდის მიეცემა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა ქართველ ხალხს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მხარს უჭერენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება
Next: უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრაცია საუკეთესო პოლიტიკური იარაღია იმ ქვეყნების ხელში, რომელთაც საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა სურთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.