სომხეთში „კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დღეიდან 12 აგვისტოს, 17:00 საათამდეა ძალაში. სომხეთში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 16 მარტს გამოცხადდა, შემდეგ კი სამჯერ გახანგრძლივდა.
13 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 32 151 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 573 ადამიანი. სომხეთში ვირუსისგან 19 865 პაციენტი განიკურნა.
კომენტარის დატოვება
ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, მისასალმებელია – თუ შეთანხმება მოხდა,...