Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მარნეულის მერიის წარმომადგენელი მომხდარ ნგრევაზე: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა – ჩვენი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო

მარშალ პრესი 27/06/2022
მარნეულის მერი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა აბდელანი აცხადებს, რომ კორპუსზე, რომლის აივანიც 26 ივნისს ჩაინგრა, უკანონო მიშენებები არ ყოფილა. მისივე თქმით, მერიის ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ იყო.

„აღნიშნულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უკანონო მიშენებები არ ყოფილა, არც რაიმე მომართვა არ ყოფილა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს საცხოვრებელი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საკვლევაძიებო სამუშაოები, შესაბამისი სფეროს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ და ველოდებით საგამოძიებო სამსახურის საბოლოო დასკვნას“, – ამბობს მარნეულის მერიის წარმომადგენელი.

მანეულში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Post navigation

Previous: სოფ. ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს
Next: გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციასთან განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს – ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.