Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

მარშალ პრესი 17/11/2025
irakli kobakhidze3

ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი მოკლებული იყო საარჩევნო ხმის უფლებას?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამით თანასწორობის პრინციპიც ირღვეოდა, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს ამაზე წუხილი არასოდეს გამოუთქვამთ.

„შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ამაზე წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება სულ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასეთი ბევრი ქვეყანაა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება
Next: პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.