Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება

მარშალ პრესი 17/11/2025
maka bochorishvili

ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციასთან, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება.

„ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება ინსტრუმენტად, ძალიან ხშირად შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას ქართველების, საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება.

იმედი მაქვს, განხილვები, რომლებიც ბრიუსელში მიმდინარეობს, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის არ იქცევა დასჯის ინსტრუმენტად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ოქროს ტუალეტის“ სკანდალი – ზელენსკი ყველაზე ღრმა კრიზისის წინაშე დგას, რადგან მოკავშირეები 100 მილიონი დოლარის სამხედრო თაღლითობაში ადანაშაულებენ
Next: სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.