Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

მარშალ პრესი 17/11/2025
irakli kobakhidze2

დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე ევროკავშირის ელჩის მიერ 2024 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა დოკუმენტიც დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი მტკიცებულება.

“საჯარო განცხადება შედარებით სუსტ მტკიცებულებად ითვლება და ახლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ყველაფერი ხომ ნათელია. მერე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ, არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც. ერთი ორი გამონაკლისია – უნგრეთი, სლოვაკეთი. ამის შესახებ ყველამ იცის. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის. არის მსხვილი ოლიგარქიული, კორპორატიული გავლენები და, სწორედ, ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,”- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება
Next: „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.