Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას

მარშალ პრესი 14/11/2025
levan maxashvili

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, Ipsos-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნების ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.

მახაშვილის შეფასებით, ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს და შედეგები აჩვენებს, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალები, წარსული შეცდომების და არასწორი ნაბიჯების გამო, არ იმსახურებენ ქვეყნების სათავეში ყოფნას.

“ბევრისთვის უნდა იყოს მაგალითი და ამ კვლევიდან ბევრმა დასკვნა უნდა გამოიტანოს. უფრო მეტად ეხება იმას, რომ ის ხელისუფლებები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, არ იმსახურებენ თავიანთი წარსულის, გამოცდილების, არასწორი ნაბიჯების და პოლიტიკური შეცდომების გამო, დღეს არ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ამიტომ, ალბათ, ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ეს ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა.

Post navigation

Previous: სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება – „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“, საიდანაც მოდის ყველა ტექსტი თუ „საგანგებო ბრიფინგი“
Next: კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდეციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.