Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდეციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს

მარშალ პრესი 14/11/2025
davit matikashvili

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმდჯომარე დავით მათიკაშვილი Ipsos-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება. ამასთან, მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას. მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ცალსახად სარგებლიანი იქნება ევროპელი ხალხისთვის.

„კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში ხდება სულ უფრო მეტად გააზრება იმ მავნე ტენდეციების, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე უფრო აქტუალურად მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ცალსახად სარგებლიანი ევროპელი ხალხისთვის“- განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% – კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია – 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% – უკმაყოფილო.

Post navigation

Previous: ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას
Next: კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე – სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.