Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება – „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“, საიდანაც მოდის ყველა ტექსტი თუ „საგანგებო ბრიფინგი“

მარშალ პრესი 14/11/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციამ ბრიუსელიდან მორიგი დავალება მიიღო (სააგენტოს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს).

ზურაბ ქადაგიძის თქმით, აღნიშნულით დასტურდება, რომ საქართველოში „დიფ სთეითი“ მხოლოდ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არის – ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა, სადაც ადგილობრივი ფიგურები მხოლოდ იმპროვიზებული მსახიობები არიან.

„Remote Control Party, ანუ, დისტანციური ოპოზიცია, პირდაპირი ხაზით ბრიუსელიდან…

საგანგებო აღმოჩენა გვაქვს: როგორც ჩანს, „რადიკალური ოპოზიციის“ პოლიტიკური ინიციატივა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისთვის ტექსტების შედგენა თვით ევროპულ ბიუროკრატიას მოუწია. ერთი ხელით წერენ ბრიუსელში, მეორე ხელით კითხულობენ თბილისში – უცვლელად, ემოციურად და რა თქმა უნდა, „საქართველოს სახელით“.

სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“. იქიდან მოდის ყველა ტექსტი, ყველა მესიჯი და ყველა „საგანგებო ბრიფინგი“, რომელსაც შემდეგ „ნამეტნავად“ ეროვნული ტონით აცხადებენ ჩვენი „დამოუკიდებელი რადიკალები“.

ამითაც დასტურდება, რომ საქართველოში „დიფ სთეითი“ მხოლოდ შიდა ჩრდილოვანი სტრუქტურა აღარ არის – ის უკვე ტრანსნაციონალურ ქსელად გადაიქცა, სადაც ადგილობრივი ფიგურები მხოლოდ იმპროვიზებული მსახიობები არიან.

სცენარი კი მზადდება იქ, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ლაბორატორიულ ტერმინად ითვლება.

როცა პოლიტიკური ძალა საკუთარ ტექსტსაც ვერ ქმნის, აზროვნება კი „აუტსორსინგზეა” გატანილი ბრიუსელში და ყოველი სიტყვის შესათანხმებლად ელოდება „მასწავლებლის შენიშვნას“, ეს უკვე არა ოპოზიცია, არამედ, დისტანციურად მართული ქსელია.

P.S. თანამედროვე ტექნოლოგიებმა პოლიტიკაშიც დაამკვიდრა ახალი ფორმატი – „დისტანციური ოპოზიცია”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი სოსო გიორგაძეს: სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის სისტემა მზად არის ევროპის საპატენტო კონვენციასთან მისაერთებლად
Next: ამ ხელისუფლებებმა უნდა გაიაზრონ კარგად, ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს, ხომ არ იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი და საბოლოო ჯამში, პრობლემებს უქმნიდა თავად მოსახლეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.