Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი სოსო გიორგაძეს: სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის სისტემა მზად არის ევროპის საპატენტო კონვენციასთან მისაერთებლად

მარშალ პრესი 14/11/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქპატენტის“ ანგარიში – „ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმები“ განიხილებოდა, კითხვები დაუსვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარეს, სოსო გიორგაძეს. ეკა სეფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ და კითხვები აღნიშნული საკითხის გარშემო დასვა.

„მადლობა ბატონო სოსო, ნამდვილად საინტერესო მოხსენება იყო. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს სისტემა, რომელიც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას, აბსოლუტურად მზად არის, რომ მიუერთდეს ევროპის საპატენტო კონვენციას. ჩემი შეკითხვა სწორედ ამას შეეხება: ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთება თუ გვიწერია ასოცირების შეთანხმებაში, როგორც – ვალდებულება? იმიტომ, რომ ასოცირების შეთანხმებაში გაწერილ სხვადასხვა რეფორმაში, რომელსაც, ძირითადად, თქვენი უწყება ახორციელებს, არის მზაობა იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა ერთი ერთში თავსებადი იყოს ევროპულ სისტემასთან. იმიტომ, რომ ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრირება გულისხმობს სწორედ ამას – წესებისა და პროცედურების დაცვას. ჩემი მეორე შეკითხვა კი შეეხება შემდეგს: ევროპული პატენტების ვალიდაცია არსებობს საქართველოში, მაგრამ, პირიქით არ არის – საქართველოს პატენტების ვალიდაცია ევროპაში არ მომხდარა. ამისთვის ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთება უნდა მოხდეს, ხომ?

ბრძანეთ, რომ თქვენთან ევროპის საპატენტო სისტემასთან თავსებადი შიდა დოკუმენტბრუნვა დაინეგრა, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა იმ სისტემას, რაც ევროპაში არსებობს. ამასთან დაკავშირებით მინდა დაზუსტება: ის სისტემა, რაც თქვენს უწყებაში არის დანერგილი, გულისხმობს ერთსა და იმავე პროცედურებს, ერთსა და იმავე საბუთების წარდგენას, როგორც ეს ევროპაშია? თუ რას გულისხმობს ეს თავსებადობა, კარგად რომ განგვიმარტოთ ჩვენც და საზოგადოებასაც, რომელიც ჩვენს სხდომას უსმენს. და ერთი პატარა შეკითხვა: კანონი პატენტრწმუნებულის შესახებ რომელ წელს შევიდა ძალაში, რომ დააკონკრეტოთ?“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ამომწურავად უპასუხა ყველა კითხვას და აღნიშნა, რომ გაფართოების ანგარიშში, რომელიც 2024 წელს გამოაქვეყნა ევროკომისიამ, პირდაპირ არის გაცემული რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიმართოს შესაბამის უწყებას იმისთვის, რომ მიუერთდეს კონვენციას.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – შალვა პაპუაშვილი
Next: სადღაც იქ, ბრიუსელის დერეფნებში, აშკარად არსებობს სპეციალური განყოფილება – „ოპოზიციის სასწავლო ცენტრი – თბილისის ფილიალი“, საიდანაც მოდის ყველა ტექსტი თუ „საგანგებო ბრიფინგი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.