Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 14/11/2025
shalva papuashvili1

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში. ეს არის პირდაპირი ყოველდღიური ხელით მართვა პროცესებისა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ დღეს, რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებული „ენჯეოები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წერილთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე წაიკითხეს და რომელიც ბრიუსელიდან გამოგზავნილ ტექსტს იმეორებდა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც 21-ე საუკუნის საქართველოში მარიონეტები იმართებიან გარედან.

„სამარცხვინო ფაქტია. თუ რასთან გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენი ქვეყანა სამართავად პირდაპირ სხვებს ჩააბარონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.

Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

Post navigation

Previous: ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა – შალვა პაპუაშვილი
Next: ეკა სეფაშვილი სოსო გიორგაძეს: სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის სისტემა მზად არის ევროპის საპატენტო კონვენციასთან მისაერთებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.