Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

$6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 09/11/2025
vato

და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა,- ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

შაქარიშვილი საუბრობს სააკაშვილის მიერ ჩადენილ იმ ქმედებებზე, რომლითაც მან უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოსა და მის მოსახლეობას და აცხადებს, რომ “ შესანიშნავი” კოალიცია შეიკრა ქვეყნის წინააღმდეგ განვითარების ბრძოლაში. “და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა; რომელმაც 120-ზე მეტ ქართულ სოფელს “უსარგებლო ქვების გროვა” უწოდა; რომელმაც გარეჯის მიწები აზერბაიჯანს დაუთმო; სტრატეგიული ობიექტების და ენერგო-რესურსების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებზე გაყიდა; რომელმაც კახა ბენდუქიძეს სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადებინა – “ყველაფერი იყიდება!” რომელმაც ათეულობით ათას თურქს მოქალაქეობა მიანიჭა(საარჩევნოდ მათი ხმების სანაცვლოდ); რომელიც 2011 წელს აპირებდა ბურების, 40.000 ოჯახის ჩამოსახლებას, ამბობდა ესენი ააყვავებენ ჩვენ სოფლის მეურნეობასო; რომელმაც საქართველოს “სინგაპურიზაცია” ეროვნულ მიზნად დასახა; რომელმაც ასობით ქართველი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა; ათასობით ქართველ კაცს ციხეებში ცხოვრება გაუნადგურა, დღეს საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების გამოგონილ საფრთხეებზე გველაპარაკება ვივა-მედიდან… “შესანიშნავი” კოალიცია შეიკრა ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ… ამ ბრძოლაშიც დამარცხდებით სახელოვნად!!!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში
Next: შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.