Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

მარშალ პრესი 09/11/2025
zaza doborjginidze

პრო-დასავლური პროტესტი მიილია, რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის და ევროკომისიის გაფართოების უარყოფითი ანგარიშის მიუხედავად, მუხტი არ აიწია და სამი დღეა ქუჩას ვერ კეტავენ. ამის მიზეზებზე საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, ნიშნის მოგებაც მეზარება უკვე, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში. დობორჯგინიძის განცხადებით, დღის წესრიგი იცვლება და პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური, ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რასაც ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ეს თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაა და ნაციონალისტურ სენტიმენტებზე პარაზიტირება მათ ვერ უშველით.

“პრო-დასავლური პროტესტი მიილია, რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის და ევროკომისიის გაფართოების უარყოფითი ანგარიშის მიუხედავად, მუხტი არ აიწია და სამი დღეა ქუჩას ვერ კეტავენ. ამის მიზეზებზე საკმარისზე მეტი ვილაპარაკე, ნიშნის მოგებაც მეზარება უკვე. ახლა კი დღის წესრიგი იცვლება და პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც პროდასაბმელი ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში. არ გიშველით 8%- დან 3%-ზე იდიოტური ბოიკოტით ჩამოქვეითებულ პარტიებს, აკრძალულ ნაცებს და ეკოლოგიური ზვიადიზმის მომხრე საზმაუს პროტესტს ნაციონალისტურ სენტიმენტებზე პარაზიტირება, ამ თემის ბენეფიციარი არის ალტ ინფო და სამართლიანად პრინციპში მათი თემაა. გამართონ აქცია, ნაციონალისტური თემატიკით ამომრჩეველი მოაბილიზონ, მათი უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ისტერიის გამო 6 მილიარდი ვიზარალოთ არბიტრაჟში. 7 დეკემბერს ჩატარდეს აქცია კანონის დაცვით, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევრიდან პარლამენტის წინ წინასაახალწლო დეკორაციები უნდა იყოს და არა ანტიარაბული.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე.

Post navigation

Previous: ვინმე ფიქრობთ, რომ ამ უსამშობლოს ფულის გარდა რამე სხვა მოტივი ამოძრავებდა? ახლა კი ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებდა
Next: $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.