Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინმე ფიქრობთ, რომ ამ უსამშობლოს ფულის გარდა რამე სხვა მოტივი ამოძრავებდა? ახლა კი ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებდა

მარშალ პრესი 09/11/2025
edisher gvenetadze

“რადგან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო და იმ დეზინფორმაციის ნაწილი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მიზნად ინვესტიციის ჩაშლას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას ისახავს, არ შემიძლია ერთი ისტორია არ გავიხსენო”- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში და აზიარებს მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სტრატეგიული მიწების გასხვისებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ “თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით”.

ექსპერტის თქმით, არაბი ინვესტორებისთვის მოქალაქეობის ფორსირებულად მინიჭების და ქართული მიწების ჩუქება სააკაშვილმა 2011 წლის ბოლოს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა.

გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს იმაში სდებს ბრალს, რასაც თვითონვე აკეთებდა.

“რადგან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო და იმ დეზინფორმაციის ნაწილი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მიზნად ინვესტიციის ჩაშლას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას ისახავს, არ შემიძლია ერთი ისტორია არ გავიხსენო.

2012 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენჭათ არაბ ინვესტორებს აგვისტოს თვეში ფორსირებულად, რომლებსაც მიზერულ თანხად გადაეცათ საკუთრებაში 3000 ჰექტარი მიწა საგარეჯოსა და სიღნაღში. ეს ჯგუფი ეწევა სოფლის მეურნეობას უკვე საკუთარ მიწებზე და აქ იაფად წარმოებული პროდუქტი მთლიანად გააქვს არაბულ ქვეყნებში.

თავისთავად ამაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში გახლავთ – მოქალაქეობის ფორსირებულად მინიჭების და ქართული მიწების ჩუქება სააკაშვილმა 2011 წლის ბოლოს დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა. დასახელებული ფაქტის გარდა, 2012 წელს სააკაშვილის მხრიდან მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭების და უცხოელებზე მიწების ჩუქების რამდენიმე ასეული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის კახეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ვინმე ფიქრობთ, რომ ამ უსამშობლოს ფულის გარდა რამე სხვა მოტივი ამოძრავებდა? ახლა კი წამოწოლილა პალატაში უტიფრად და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებდა ეს გარეწარი.”- წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას
Next: პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.