
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები რეგიონებში გრძელდება. აჭარის ორგანიზაციის წევრები ბათუმში შეიკრიბნენ.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო. გაკეთდა თემატური მოხსენებებიც. შეხვედრაზე აჭარის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ქეთევან დუმბაძე.
„პარტიის ქალთა ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს მართავს, უკვე მეცხრე რეგიონში ჩავედით. შეხვედრები დინამიკურ პროცესში მიმდინარეობს, ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდამჭერებთან, პარტიის წევრებთან ერთად რეგიონულ საბჭოებს ვაყალიბებთ, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ, ამავდროულად სამომავლო გეგმებზე ვთანხმდებით, გეგმები კი ასეთია: პარტიის შიგნით ქალების გაძლიერება”, – განაცხადა წილოსანმა.
რეგიონული კონფერენცია დღეს გურიაშიც ჩატარდება.