Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი“

მარშალ პრესი 27/06/2022
ზაალ ანჯაფარიძე

„ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„24 ივნისის მიტინგოსნების მიერ მოთხოვნილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით, სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები „20 ივნისის საზოგადოებიდან“ რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე. არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი.“ კარგი და ცუდი პუტჩი კი არ არსებობს. პუტჩი პუტჩია, და საქართველომ უკვე ორჯერ იწვნია მისი მძიმე შედეგები“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
Next: ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.