Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მონაცემებს – 2019 წლის ზაფხულის მაჩვენებელს გადააჭარბოს

მარშალ პრესი 27/06/2022
ლევან დავითაშვილი1

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

„ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა შემდეგ თვეებშიც უნდა შევინარჩუნოთ. მაისის თვეში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თითქმის 96%-იანი იყო. ზაფხულის თვეებში – ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით, 2019 წელის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. სხვა მიმართულებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება. ჩვენთვის მთავარი მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს ზრდა მხოლოდ ერთი წელი არ უნდა გვქონდეს, არამედ სტაბილურად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Continue Reading

Previous: ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
Next: „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025