Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს

მარშალ პრესი 07/11/2025
4004

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამჯერად, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს შეუერთდა ქვეყნის ასამდე მოქალაქე, მათ შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. სამხედრო ფიცის მიღებამდე, მათ საბრძოლო და საცეცხლე მომზადება გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. გამოვლინდნენ მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტები, რომლებსაც ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.

ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. რეზერვის სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მზარდი ინტერესის გამო, 205-ე ბატალიონი შეიქმნა, რომელიც დღეს პირველი ნაკადით შეივსო.

ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურში რეზერვისტები ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განავითარებენ.

რეზერვისტების ფიცის დადების ღონისძიებას მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება
Next: ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ქვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.