Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ქვია

მარშალ პრესი 07/11/2025
david kartvelishvili

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ელენე ხოშტარიას ვიდეოდან ფრაგმენტს, სადაც ის პარტნიორებისთვის გადასაცემ ფაილებზე საუბრობს. ხოშტარია, როგორც ვიდეოში ამბობს, საზოგადოებას აცნობს იმ ადამიანების სიას, რომელთა სანქცირებაზეც მუშაობენ პარტნიორებთან და აცხადებს, „შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს“.

ქართველიშვილი ხოშტარიაზე წერს, რომ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული, ვინაიდან, მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები უწოდებენ რაიმე მასალას “ფაილებს”. „თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული… ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ. გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები – მტკიცებულებას. ხალხი – უბრალოდ ფაქტებს, ამბებს. მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრლმლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები – “ფაილებს”. ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია – ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად მაგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ქვია“- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს
Next: ბულგარეთის პარლამენტში ჯორჯ სოროსის გავლენის გამოსაძიებლად კომისიას ქმნიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.