Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება

მარშალ პრესი 07/11/2025
mikheil kavelashvili

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი პარლამენტარი, ელჩი პირდაპირ რომ გაიძულებს, კანონი არც კი განიხილო, სწორედ ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება.

„ჩვენ არ შეგვიცვლია არც აზრი, არც დამოკიდებულება, თუ რისთვის ვიღებდით ამ კანონს და ფაქტებით მინდა გიპასუხოთ, რომ გამოჩნდა კიდეც, ეს თქვენი დეზინფორმაცია – რუსული, რუსულმა, რუსულს და ასე შემდეგ, გრძელდება და უკვე მილევადია, სასაცილო გახდა თქვენი ეს დამოკიდებულება რუსულთან მიმართებაში. ჩვენი საზოგადოება მეტს იმსახურებს, მეტ ახსნა განმარტებას და არა რუსული. ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია როდესაც გაქვს, გაქვს პრეტენზიაც, რომ კითხვის დასმა შეგეძლოს. კანონის განხილვას რომ გიშლის რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ კანონს, რომელსაც პარლამენტის წევრი აინიცირებს პირველ რიგში უნდა იყოს განხილვადი და თუ რამე არ მოგწონს, რომელიმე მუხლი არ მოგწონს, მიუღებელია, ამაზე უნდა გქონდეს პრეტენზია და არა მთლიანად კანონზე. ვერავინ ვერ დაარქმევს ამას რუსულს და ანტიევროპულს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს
Next: ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.