Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი

მარშალ პრესი 06/11/2025
archil gorduladze

ითხოვენ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას. ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა და ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ. ჩვენ ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებზე, განსაკუთრებით კი პროკურატურაზე თავდასხმებს სისტემური ხასიათი აქვს, ვინაიდან, “დიფ სთეითი” ცდილობს უწყების ხელში ჩაგდებას. გორდულაძის თქმით, თავდასხმები ხორციელდება სასამართლოზეც, რადგან, 2003-2012 წლების მსგავსად პროკურატურის და სასამართლოს “დიფ სთიეთის” მიერ გაკონტროლება, საქართველოს დასაზიანებლად კარგად გამოსაყენებელი საშუალება იქნება.

“სისტემურია თავდასხმები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით – პროკურატურაზე, ამავდროულად, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე – სასამართლოზე. გამომდინარე იქიდან, რომ თუ “დიფ სთიეთი” ჩაიგდებს ხელში პროკურატურას და მისი აგენტების მიერ მოხდება როგორც გენპროკურორის არჩევა, ასევე, “დიფ სთიეთის” აგენტები განახორციელებენ ზეწოლას სასამართლოზე, რაც დამახასიათებელი იყო 2003-2012 წლებში, მაშინ, ეს იქნება კარგად გამოსაყენებელი საშუალება ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო
Next: გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.