Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

მარშალ პრესი 06/11/2025
ela sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გენერალური პროკურატურის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნა არის სისტემისა და მოსახლეობის პასუხი იმ ძალადობრივ მეთოდებზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზებით შეცვლისთვის იყენებდნენ.

„გენერალური პროკურატურის მიერ, ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საქართველოს სამართალდამცავების რეაქცია იმ მავნებლობაზე, რასაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ წლების მანძილზე საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის პასუხი იმ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლითაც ისინი [რადიკალები] ცდილობდნენ სახელმწიფოს ჩამონგრევას და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას იმიტომ, რომ არჩევნების გზით არანაირად არ შეეძლოთ, რადგან არ აქვთ მოსახლეობის ნდობა. ეს არის უბრალოდ ამ ხალხის მიერ [საზოგადოების] გაცემული პასუხი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და სხვა არაფერზე,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი
Next: ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.