Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო

მარშალ პრესი 06/11/2025
irakli kadagishvili

პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა განცხადება, მოვლენა, ქმედება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმე.

„ამის იქით პროკურატურას რა მტკიცებულებები გააჩნია, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმეა. პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას საჯარო მოხელეების და პლიტიკოსების სიას, ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში, რაც პროკურორმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია, რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამბობდნენ, საქართველო არის რუსეთის იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუცური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ. გამოძიების პრეროგატივაში და, მით უმეტეს, სასმართლოს გადაყვწტილებაში ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს. ის, რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას
Next: ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.