Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას

მარშალ პრესი 06/11/2025
endriu jeveli

ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან, არამხოლოდ ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.

მისი თქმით, დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და ამას ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაც, რისი მაგალითიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებული მასშტაბური ინვესტიცია და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩინეთში ვიზიტია.

“დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას. ამის მაგალითია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციის მასშტაბური პროექტი. ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კვირაში ჩინეთში იმყოფებიან და ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას ამ ქვეყანასთანაც. ჩვენ გირჩევდით, რომ გაგრძელდეს გონივრული ფისკალური პოლიტიკის განხორციელება, რაც კეთდება. ასევე, ინფლაციის კონტროლი. ინფლაცია, მართალია, ახლა მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ მაღლაა, მაგრამ, საერთო ჯამში ის კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად, საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება,” – აღნიშნა ენდრიუ ჯუველმა.

Post navigation

Previous: რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაგვიანებულიც კია – ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი
Next: პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.