Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაგვიანებულიც კია – ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი

მარშალ პრესი 06/11/2025
zurab kadagidze

„პროკურატურის ეს განცხადება ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, უცნაური არც ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ თვალს ვადევნებდი არა მხოლოდ საპარლამენტო კომისიის მუშაობას, არამედ, ჩემი თაობის ადამიანებთან ერთად, იმ, რეალურად, კატასტროფულ პერიოდში მომიწია ახალგაზრდობის გატარება, როდესაც ეს ადამიანები ავტორიტარულ რეჟიმს ამკვიდრებდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით თემაზე საუბრისას. მისი თქმით, რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაგვიანებულიც კია და ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.

„შეიძლება ითქვას, [ის პროცესი, რაც პროკურატურამ დააანონსა,] ცოტა დაგვიანებულიც კი არის, თუმცა, [ამ განცხადებამ მოსახლეობის] მოლოდინი გაამართლა. როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური ფორმა, თუმცა, როცა გარკვეული ფინანსებით თუ სხვადასხვა საშუალებით სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობ, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. როცა პრეტენზია აქვთ პოლიტიკაში ყოფნაზე, ყველას ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა. თუ გვინდა განვითარება ნახოს ამ ქვეყანამ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ კორუფციონერებთან, საბოტაჟის მომწყობებთან და უცხო ქვეყნის რეზიდენტებთან პოლიტიკური კონსესუსებისა და დიალოგების მცდელობა. ხელისუფლებას როგორც სამართლებრივი, ასევე, მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია მოსახლეობის წინაშე და აქედან გამომდინარე, ასეთ ოდიოზური პერსონებთან მიმართებით ვალდებულია ყველა სამართლებრივი პროცედურა გაატაროს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ყიდდნენ საქართველოს, ანგრევდნენ, ომში ითრევდნენ და სიკვდილისთვის იმეტებდნენ ჩვენს ხალხს, თავიანთი ინტერესების გასატარებლად
Next: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ყველა ეკონომიკურ პარტნიორთან – დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ამას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.