Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

მარშალ პრესი 03/11/2025
2_1600_3000_gif (7)

ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.
საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილესს ქალაქში: პეკინში, შენჟენსა
და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ორგანიზებით, ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება.

პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს ეცნობიან. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.

Post navigation

Previous: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის
Next: გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს, განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.