Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს, განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში

მარშალ პრესი 03/11/2025
irakli kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს.

განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

მადლობას გიხდით ამ გზაზე გაწეული შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
Next: თქვენი დებილი, ბანკროტი, მეორადი ქსენოფობი, უფანტაზიო დედები ვატირე, თქვე უნიჭოებო – თამარ ჩერგოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.