Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის

მარშალ პრესი 03/11/2025
maka bochorishvili
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში  შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის  ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
„ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში, პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე
Next: ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.