Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში, პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე

მარშალ პრესი 03/11/2025
mariam kvrivishvili
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგება ჩინეთში.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება ახალ, უმნიშვნელოვანეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც გამყარდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით ჩინეთის უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. ჩინეთში ჩვენთან ერთად მოემგზავრება 40-მდე  ქართული კომპანია, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ღირსეულად მოახდინოს საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის ექსპორტი და ამ პლატფორმას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოში თავისუფალი მედიის არსებობა „დიფ სთეითისთვის“ პრობლემაა – მათ ვერ შეძლეს საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ გამჭვირვალობის კანონი „რუსული“ იყო და არასრულწლოვანის დაცვის კანონი ადამიანის უფლებებს ლახავდა
Next: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.