Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს – დიმიტრი ხუნდაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

მარშალ პრესი 01/11/2025
dimitri khundadze

„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის კომენტარისას. დეპუტატის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია აჩვენებს საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას.

„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა, თუმცა ჩვენ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?
Next: დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.