Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?

მარშალ პრესი 01/11/2025
dimitri khundadze

ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია ვინმეს სასამართლოში წასვლას აუკრძალო. დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატების სურვილია საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს.

„დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა, ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს
Next: ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს – დიმიტრი ხუნდაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.