Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი

მარშალ პრესი 01/11/2025
0504

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის  მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს – დიმიტრი ხუნდაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე
Next: როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი – თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.