Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის, უკვე 13 წელია, ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ, ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული

მარშალ პრესი 29/10/2025
irakli kobakhidze

უკვე 13 წელია, ჩვენ ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის საუბარი; დღესდღეობით სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველ ჯერზე არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საბოლოო ჯამში არ აძლევს ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო მთავარი.

„შეიძლება, ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს მთავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას – ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი, სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ეს პასუხისმგებლობა გვამოძრავებს სწორედ. არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. ისედაც ვახერხებთ. გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით ამ პოლიტიკური ძალების არსებობა ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც შენი ერთადერთი ოპონენტი არის სრულიად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მმართველ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: : მართალია, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან თავიდან თითქოს დაიწყო გარკვეული ქმედებები “დიპ სტეიტის” წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ სიტყვების უკან არაფერი დგას და ის ასრულებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთას
Next: ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ – გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.