Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ – გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული

მარშალ პრესი 29/10/2025
mikheil kavelashvili

გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ და გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული. საშინაო დავალება იქნება, კანონმდებლობის შეცვლა თუ ა.შ. ექვემდებარება პარტნიორულ ურთიერთობას, დიალოგს და სჯა-ბაასს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეწინააღმდეგება ჩვენი მიღებული კანონები, რომელ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ესე არ არის, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით ვიმოქმედოთ, მითუმეტეს სამართლებრივ სივრცეში, როცა კანონზე აქვთ საუბარი, კანონი უნდა განიხილებოდეს, რაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, საქართველოში მიღებული კანონებით ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის გზავნილი არ შეეფერება იმ გაერთიანების ძალისხმევას, რისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი – აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა წევრის ინტერესები და ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს მისი იდენტობა.

„ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს არ დაწყებულა. მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ ჩვენ ევროპა ვართ და ევროპაში გვინდა და ეს დიდი სურვილია ჩვენი წინაპრების, არაერთი თაობა იყო ამის მოსურნე და უამრავი ქარტეხილები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო – ეს პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ 3000 წლოვანი ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა, იმისთვის, რომ პრევენცია განახორციელოს და მთავარ საკითხად ყოველთვის იყოს შენარჩუნებული მისი იდენტობა”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

Post navigation

Previous: პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის, უკვე 13 წელია, ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ, ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული
Next: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაში არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი – არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა, ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.