Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

: მართალია, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან თავიდან თითქოს დაიწყო გარკვეული ქმედებები “დიპ სტეიტის” წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ სიტყვების უკან არაფერი დგას და ის ასრულებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთას

მარშალ პრესი 29/10/2025
bidzina giorgobiani

ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური, სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც აქამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მოიაზრებოდნენ, არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, მე ვგულისხმობ ევროკავშირს და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა, გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპმის სიტყვების უკან, რომ ის “დიპ სტეიტს” ებრძვის, არაფერი დგას და პირიქით, აშშ-ის პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დავალებებს ასრულებს.

“მართალია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან თითქოს თავიდან დაიწყო გარკვეული ქმედებები “დიპ სტეიტის” წინააღმდეგ – ამ სიტყვების ქვეშ იგულისხმება სწორედ ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა – მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სიტყვების უკან არაფერი არ დგას და ის ასრულებს მათ დაკვეთას და მიდის მათი საქმიანობის გზით, როგორც წინა ადმინისტრაციის რეჟიმში იყო.
სიტყვიერად ამბობს, [რომ ებრძვის “დიპ სტეიტს”], ამბობს, მაგრამ, მარტო ჩვენი მაგალითით თუნდაც, თქვენ ნახეთ, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არც ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურამ, არც აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ან სახელმწიფო მდივანმა არც დაგმო, არც გამოეხმაურა პირდაპირ შტურმს პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ასეთივე შტურმი ჩვენ ვნახეთ თეთრი სახლის შემთხვევაშიც, მაშინ მთელი ამბავი იყო, იქ ბევრი ხალხი იყო დაპატიმრებული და ა.შ.
იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებული სურათი, განსაკუთრებით ევროკავშირში, ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების არჩევანში საქართველომ დაუშვა შეცდომა თავის დროზე,” – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

Post navigation

Previous: საკონსტიტუციო სარჩელი არ ნიშნავს ბრძოლას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად
Next: პარტიების აკრძალვა ჩვენი სუბიექტური ინტერესი არ არის, უკვე 13 წელია, ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ, ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.