Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვაშნარის ნაქალაქარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 24/10/2025
566536840_1770996140270314_4241393874417498554_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ლაშა ჭელიძესთან ერთად, ვაშნარის ნაქალაქარში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ძეგლის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს. ვაშნარის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ძნელაძე, ხოლო სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.

ადგილზე მიმდინარეობს ძველი მონაკვეთების გაწმენდა, ახალი არქიტექტურული და კულტურული ფენების შესწავლა და ზოგადი კვლევითი პროცესები. ვაშნარის ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულად მნიშვნელოვან ობიექტს. კვლევები მიზნად ისახავს მისი კულტურული ღირებულებების გამოვლენასა და პოპულარიზაციას.

Post navigation

Previous: უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ
Next: აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.