Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ

მარშალ პრესი 24/10/2025
irakli kircxalia

უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია ქართველ ხალხს ამით ვერ დააშანტაჟებს.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ შეჩერდეს. არც პოლიტიკური საფუძველი არსებობს ამ ყველაფრის. სანამ ვიზალიბერალიზაციას მოიპოვებდა ჩვენი ქვეყანა, გვახსოვს მათი [ოპოზიციის] სირბილი დერეფან-დერეფან, რომ როგორმე ქვეყნისთვის ეს ყველაფერი არ მიენიჭებინათ. ახლა დარბიან, რომ ეს [უვიზო მიმოსვლა] გააუქმონ. დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც ნაცი ამბობს, რომ ჩვენ საზოგადოებაზე ვფიქრობთ, ხალხს არ უნდა შეუჩერდეს, მმართველ გუნდს უნდა შეუჩერდესო და ა.შ.

გვახსოვს 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში როგორი რიტორიკა ჰქონდათ მათ და მათ პატრონებს, ადგილობრივი არჩევნების დროსაც გვახსოვს მათი რიტორიკა და როგორ აპელირებდნენ ამ [უვიზო მიმოსვლის] ბერკეტით, სამწუხაროდ. საზოგადოებამ ამას მაინც გასცა ღირსეული პასუხი. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ – გამორიცხულია“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია – საზოგადოება მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვაშნარის ნაქალაქარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.