Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze
ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პარტია პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და “ქართულმა ოცნებამ” ეს პასუხისმგებლობა სრულად და ბოლომდე შეასრულა.
“მინდა გიჩვენოთ და დაგისაბუთოთ, რამდენად აბსურდულია ოპოზიცია თავის არგუმენტებში. ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა შევასრულეთ სრულად და ბოლომდე. რას ვგულისხმობ ამაში – წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 1 მლნ 120 ათასი ხმა და თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ახასიათებს, ზოგადად, ბევრად უფრო დაბალი აქტივობა, 2021 წელსაც კი იყო აქტივობა იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 იყო გამოცხადებული რეფერენდუმად და საპარლამენტო არჩევნების ტოლფას არჩევნებად. ჩვენ გავიმეორეთ პრინციპულად ის შედეგი, რაც მივიღეთ წინა შემთხვევაში. 1 მლნ 120 ათასი იყო იქ და 1 მლნ 105 ათასი, ცდომილების ფარგლებში იყო მარტო განსხვავება,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იგივე ეხება თბილისსაც პარტიული შედეგის ნაწილში, ხოლო კახა კალაძემ აიღო 215 000-მდე ხმა, რაც, რეალურად, იმეორებს წინა ორ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას.
“ჩვენ რაც გვქონდა დასამობილიზებელი ჩვენი საარჩევნო ხმები, იმის მობილიზება შევძელით. ჩვენი ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და იმავე რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, როგორც ეს გააკეთა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში განმეორდა წინა ორი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენ რაზეც ვიყავით პასუხისმგებლები, ისე, რეალურად, შევძელით. ოპოზიცია რას გვაბრალებს, როდესაც დაბალ აქტივობაზე საუბრობს, თვითონ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს. როგორ შეიძლება ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო “გამჭვირვალობის კანონი”, სინამდვილეში ეს იყო კანონი – რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესრულდეს მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები
Next: პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.