Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო “გამჭვირვალობის კანონი”, სინამდვილეში ეს იყო კანონი – რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესრულდეს მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze2
მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ვიღაცამ საპირწონედ არ დაგვიყენოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
“როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ შენ რევოლუცია შენი ხელით უნდა წაახალისო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამის სანაცვლოდ მოგცემენ რაღაც პრივილეგიას, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი დილემა ჩვენთვის. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს სასწორზე ვერ დავაყენებთ, ეს ეხებოდა იგივე “გამჭვირვალობის კანონს”. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო “გამჭვირვალობის კანონი”. ეს კანონი სინამდვილეში იყო კანონი – რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გავხადეთ გამჭვირვალე რევოლუციური პროცესები, ეს პროცესები შესუსტდა. ბევრი მიმართულებით აღარ მოუნდათ გამჭვირვალედ რევოლუციების დაფინანსება, რასაც მანამდე აკეთებდნენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ “გამჭვირვალობის კანონი” უნდა გააუქმო, შესაბამისად, საშუალება უნდა მოგვცე, რომ იქ რევოლუციები წავახალისოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება საპირწონე. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ამასთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები, რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები დადებითი მიმართულებით შეიცვლება
Next: ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.