Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze3

დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამთავრობო გუნდის ყველა წევრი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს სამთავრობო გუნდის სახით და ამაში ვგულისხმობ ყველაფერს. ვგულისხმობ პროფესიონალიზმსაც. პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი ბლოკი, იგივე ეკონომიკური ბლოკი, სოციალური მიმართულება, უკლებლივ ყველა არიან პროფესიონალები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ხშირად ვაკეთებ აქცენტს, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან პროფესიონალმა შეიძლება ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს, თუ არის არაკეთილსინდისიერი. მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პროფესიონალიზმსაც ნელ-ნელა აკრეფ. ამიტომ, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ კეთილსინდისიერებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ეს გუნდი გამოირჩევა სწორედ კეთილსინდისიერებით. კონკრეტულ პრინციპებს მიჰყვებიან ეს ადამიანები და ეს არის ის, რასაც ვგულისხმობდი. საკადრო ცვლილებებმა მოგვცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. დღეს არის ძალიან სტაბილური გუნდი და შესაბამისად, არავითარ ცვლილებებს ჩვენ არ ველოდებით, რასაც არ ვამბობდი ხოლმე ადრე. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია
Next: არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.