Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები დადებითი მიმართულებით შეიცვლება

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze

ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე მაგალითად, 2030 წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები, 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს, 17 წელიწადში შემცირებულია 17,5 პროცენტამდე, რაც არის სრული კატასტროფა.

„დანიაში გამართული სამიტიც იყო, როდესაც კონკრეტული ლიდერები მოდიოდნენ და საუბრობდნენ გადატვირთვის საჭიროებაზე, თავისი ინიციატივით მოდიოდნენ და მე მესაუბრებოდნენ, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრებოდნენ ამ ყველაფერზე. ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ამ ძალებს არ აქვთ გადამწყვეტი სიტყვის უფლება და პირიქით, გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვთ სხვა ძალებს, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „დიფ სთეითიდან“ მართულ ძალებს, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამიტომ ცოტა რთულია ვითარება.

ზოგადად, ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები, ეკონომიკური ტენდენციები – 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს, 17 წელიწადში შემცირებულია 17,5 პროცენტამდე, რაც არის სრული კატასტროფა. 60-წლიანი მშვიდობის საფუძველზე ევროკავშირმა შექმნა ძალიან დიდი კეთილდღეობა, ამით გამოირჩეოდა ევროკავშირი და მისი წევრი თითოეული ქვეყანა 2008 წლისთვის, იმის შემდეგ არის კატასტროფული ეკონომიკური ტენდენციები. ჯერ კიდევ ინარჩუნებს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რადგან დაგროვილი იყო 1945 წლის შემდეგ უწყვეტი მშვიდობით 2008 წლამდე, მაგრამ 2008 წლიდან არის ძალიან მძიმე ტენდენციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იდენტობის კუთხით არის უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები.

„ვხედავთ, მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის ევროკავშირს. ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი, ბერლინში ერთ-ერთ მთავარ ევროპულ დედაქალაქში და მთლიანად ინგლისის მასშტაბით, ყველაზე ხშირად დარქმეული სახელიც არის მუჰამედი, ეს არის ის პრობლემები, რაც შეექმნა ევროკავშირს.

რაც შეეხება ლგბტ თემას, მოისმინეთ, რა ინიციატივა აქვს ევროკომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანების, ბავშვების მიერ სქესის შეცვლას. ეს არა მარტო უნდა დააკანონონ, რომ ბავშვს შეუძლია სქესის შეცვლა, არამედ ვინც არ დაემორჩილება, იმ ქვეყანას ფინანსური სანქციები უნდა დაუწესონ. უბედურება ხდება ევროკავშირში.

ჩვენ რისი იმედი გვაქვს – ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ჩვენ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქამდე, მაგალითად 2030 წლისთვის, იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები შეიცვლება ევროკავშირში. თუ არ შეიცვლება, ხედავთ, სადამდე მივიდნენ უკვე და სადამდე შეიძლება მივიდნენ. 17 წელიწადში სადაც ჩამოვიდნენ 30 %-დან 17,5%-მდე იქ წარმოიდგინეთ, შემდეგ 5 წელიწადში კიდევ უფრო შეიძლება, გაღრმავდეს ეს პრობლემები. როგორც ეკონომიკის, იდენტობის კუთხით და ყველა მიმართულებით. როდესაც ფინეთს ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს, როგორ შეიძლება, იქ ან ეკონომიკური წინსვლის იმედი გქონდეს, ან იდენტობის შენარჩუნების იმედი გქონდეს. ეს, რა თქმა უნდა, ვერ გექნება. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირში შეიცვლება ტენდენციები დადებითი მიმართულებით 2030 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები
Next: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბოლო რევოლუციის მცდელობები არ იყო წარმატებული, იყო “გამჭვირვალობის კანონი”, სინამდვილეში ეს იყო კანონი – რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესრულდეს მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.