Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze1

ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ღირებულებითი თანხვედრის გათვალისწინებით, გასაკვირია ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პასუხი იგვიანებს.

„როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შევიდა ოფისში, მაშინვე გავაკეთეთ ძალიან ხმამაღალი საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით. ეს გავიმეორეთ არაერთხელ. იგვიანებს და დღემდე არ მოგვისმენია პასუხი, რაც გასაკვირია ერთი მარტივი მიზეზის გამო – ხედავთ, რომ სრული ღირებულებითი თანხვედრა არის. რაც გაცხადებულია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ის არის თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, ჩვენს ღირებულებებთან, მიზნებთან და ა.შ. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, დიფ სთეითი თუ ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება ახალი ადმინისტრაციის გავლენა, თუ დარჩება ისევ ძლიერი დიფ სთეითის გავლენა.

ვნახოთ, მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. გარკვეული იმპულსები იყო. მათ შორის მთავარი იმპულსი ჩვენთვის იყო ის დღე, როდესაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რეალურად გაათავისუფლა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ქალბატონი დანიგანი და იმავე დღეს დემონსტრაციულად მოგვცეს ე.წ აგრემანი ანუ თანხმობა ჩვენი ელჩის დანიშვნაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო. მთავარია, გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციიდან კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იმ განცხადებაზე, რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული. ამაზე მეტი განცხადება არ შეიძლება გაკეთდეს – გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. ყველაფერს დავივიწყებთ, რაც მოხდა – რევოლუციის წახალისება, USAID, NED, ყველაფერ ამ უბედურებას დავივიწყებთ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რა არის ამერიკული მხარის ინტერესებში, რა არის ქართული მხარის ინტერესებში, მზად ვართ, ყველაფერი ავსახოთ ახალ შეთანხმებაში, მთავარია, იქიდან დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის
Next: ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები დადებითი მიმართულებით შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.