Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის

მარშალ პრესი 16/10/2025
irakli kobakhidze

ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთივს.

„მგონია, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი აღარ დარჩა. გახსოვთ, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლიდა ძალიან მშვიდად და მთლიანად 4 ოქტომბრის დღე ჩაივლიდა მშვიდად. პრინციპულად ასეც მოხდა. რასაც ვპირდებოდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობის მასშტაბური მცდელობა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მარტივად ჩავატარეთ სპეცოპერაცია. ეს იყო დაპირება, რომელიც შევასრულეთ. ასევე ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ეს არის ჩვენი დაპირება საზოგადოების წინაშე და ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა
Next: ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, მთავარია, ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციის შემხვედრი ნაბიჯები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.