Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ

მარშალ პრესი 15/10/2025
irakli kadagishvili

„რასაც ქართველი ხალხი დემოკრატიული არჩევნებით, მშვიდობით და განვითარებით აღწევს, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ“- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ხედვასა და არჩევანს ვერასდროს მოერევიან.

„გუშინაც, ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემოქმედთა აი ამ ნაწილს და არაფერი თქვა როგორც ეუთოს ხელმძღვანელმა იმ სადამკვირვებლო მისიის შედეგებზე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც ქართველი ხალხი, მილიონ ოთხასი ათასი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიას და განვითარებას. მაგრამ ილაპარაკო იმ ორმოცდაათიოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხების და დაპირისპირების ამოცანა აქვს წინ. ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვას და არჩევანს მშვიდობისა და უკეთესი მომავლისაკენ მიმართულს“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოში ცრუ დემოკრატიის ეპოქა დასრულდა და ფინეთის მინისტრის მსგავსად, მთელი ევრობიუროკრატია რუსთაველზე რომ დადგეს, ამ პროცესებს მაინც ვეღარავინ შეაბრუნებს
Next: წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.