Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ცრუ დემოკრატიის ეპოქა დასრულდა და ფინეთის მინისტრის მსგავსად, მთელი ევრობიუროკრატია რუსთაველზე რომ დადგეს, ამ პროცესებს მაინც ვეღარავინ შეაბრუნებს

მარშალ პრესი 15/10/2025
tamar chiburdanidze

„მეტი პარადოქსი რაღა უნდა მოხდეს, როდესაც „ჰელსინკის პაქტის” ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არღვევს სხვა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს და უხეშად ერევა მის შიდა საქმეებში,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და ამგვარად აფასებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე რადიკალების აქციას დაესწრო და მათ მიმართ თანადგომა გამოხატა.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური შეფასება მისცა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებას და მომავალში ითანამშრომლებს მათთან, ვინც დემოკრატიის პრინციპებს დაიცავს და არა მათთანმ ვინც უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ფინეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსთაველის გამზირზე და არაობიექტური განცხადებები, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს პოზიციებს ევროპაში მიმდინარე დემოკრატიის უკუსვლაზე. მეტი პარადოქსი რაღა უნდა მოხდეს, როდესაც „ჰელსინკის პაქტის” ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არღვევს სხვა სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს და უხეშად ერევა მის შიდა საქმეებში?

ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რა ფასი აქვს საოკუპაციო ხაზზთან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს, როდესაც რუსთაველზე ჩვენს სუვერენიტეტს არღვევს? ასევე, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღირსეულ გადაწყვეტილებას შეხვედრის გაუქმების თაობაზე.

საქართველოში ცრუ დემოკრატიის ეპოქა დასრულდა და ფინეთის მინისტრის მსგავსად, მთელი ევრობიუროკრატია რუსთაველზე რომ დადგეს, ამ პროცესებს ვეღარავინ შეაბრუნებს.

მოვუსმენთ მხოლოდ მას, ვინც ჯერ საკუთარ ქვეყანაში იცავს დემოკრატიის პრინციპებს და შემდეგ ჩვენთან ცდილობს სამართლიანობის პარიტეტის დაცვას. სხვა შემთხვევაში, ყველა უცხოელის განცხადება, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს სცილდება და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებებს, ასევე არაფრად აგდებს ქართველი ხალხის არჩევანს, ორი ყურის პოლიტიკით გავატარებთ. საბედნიეროდ, ვისწავლეთ უკვე საკუთარი ქვეყნისადმი პატივისცემა და მართვა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ქალბატონმა ვალტონენმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში და მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს
Next: მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.