Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით

მარშალ პრესი 15/10/2025
greta

ვისაც გეგონათ, 4 ოქტომბერს, საღამოჟამს, ჩვენ სხვაგან ვიქნებოდით, მინდა დაგასევდიანოთ: დღეს 15 ოქტომბერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, ხოლო, საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი და ჩვენც აქ ვართ, საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საარეჩვნო კამპანიას “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა, რადიკალური ოპოზიცია კი მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იმყოფებოდა, “მინდა მოგილოცოთ თქვენ, ქართველ ხალხს, თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენი გუნდის გაცხადებულმა პოლიტიკამ, ქვეყანაში მშვიდობამ და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვამ, არათუ, განამტკიცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, არამედ, საგრძნობლად გაიზარდა კიდევაც.

წინასაარჩევნო პერიოდში კარგად ვხედავდით, ვინ სად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას: “ქართული ოცნება” – ქართველ ხალხთან, საქართველოში, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ წასულები. შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით და რადიკალური ოპოზიციის დამარცხებით,” – განაცხადა გრეტა წიწავამ. მისივე თქმით, ქართული ინტერესების გამტარებელ მმართველ გუნდს, საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, ისედაც მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა. “ყველამ კარგად დავინახეთ, ვისაც დანახვა უნდა შინ და გარეთ, ხალხმა, ქართული ინტერესების გამტარებელ “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო, მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა, რაც საკრებულოებში მათი წარმომადგენლების კანტიკუნტობაში გამოიხატება. ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ, რა უნდა გააკეთონ ზოგადად.” – აღნიშნა გრეტა წიწავამ.

Post navigation

Previous: მიმდინარეობს დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ
Next: ელინა ვალტონენის ყოფნა ცარიელ, უკანონოდ გადაკეტილ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, იყო არადიპლომატიური ნაბიჯი და უდიდესი უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.