Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა

მარშალ პრესი 15/10/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ირაკლი კობახიძის ნაბიჯს ღირსეულს უწოდებს.

როგორც ქადაგიძე წერს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადიკალების მიტინგზე მისვლით აშკარად და ღიად ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში, რაზეც რეაქცია იქნება მკაცრი.

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი. ის, რაც მან ჩაიდინა, დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა და ცრუ ბრალდებების გავრცელება არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან სწორად მოიქცა, როცა ასეთ თავხედ პერსონასთან შეხვედრა გააუქმა, რადგან ღირსების საკითხი ყველაფერზე მაღლა დგას.

ასეთმა თავხედმა მინისტრმა და ყველა ევრო-ბიუროკრატმა უნდა გაიგოს მკაფიოდ: საქართველო არც მისი კოლონია, არც ექსპერიმენტის ველია და ვინც ჩვენს სუვერენიტეტს შეეხება, მიიღებს მკაცრ, ცივ და დაუნდობელ პასუხს.

დრო მოვიდა, ყველამ გაითავისოს – ქართველები თავიანთ ქვეყანას ვიღაცების გეოპოლიტიკურ მადას არ გადააყოლებენ და არც სხვის „შოუ-ბალეტში” შეასრულებენ რეკვიზიტის როლს,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ღირსეული პასუხი არამეგობრული ნაბიჯისათვის – გიორგი გამსახურდია პრემიერის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებაზე
Next: სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 ადგილს იკავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.